პარასკევი, 10.05.2024, 20:16
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ფილმები [206] თამაშები [121]
პროგრამები [129] მობილური [36]
კლიპები [38] მუსიკა [89]
სურათები [80] ვიდეოები [40]
სპორტი [34] სხვა....... [41]
Counter-Strike 1.6 [24]
Counter-Strike 1.6
ვიდეოგაკვეთილები. [11]
photoshop [0] saitebi [0]
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
Gavasworo saiti??? :)
Total of answers: 59
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » “ლივერპული” მერვედფინალშია!
11:14
“ლივერპული” მერვედფინალშია!












გთავაზობთ ახლახანს დასრულებული მატჩის მიმოხილვას.

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის შეხვედრაში "უნირეამ” "ლივერპულს” უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ამ გუნდების დაპირისპირება "ენფილდზე” მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით დასრულდა და ბუქარესტსაც ფავორიტის სტატუსით ესტუმრა "ლივერპული”.

რაფაელ ბენიტესმა ტრავმამოშუშებული იოსი ბენაიუნი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

დანიელ აგერისთვის კი ეს მატჩი საიუბილეო იყო "ლივერპულის” მაისურით. მან მე – 100 -ე შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. მასპინძლებმა უკვე მე -2 წუთზე განახორციელეს პირველი დარტყმა, რომელიც პეპე რეინას კარს ზემოდან გადაცდა. თუმცა, ერთ წუთში სტუმრებმა შეტევითვე უპასუხეს. სტივენ ჯერარდის შესანიშნავი დარტყმული კიპერმა მოიგერია. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მინდორი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში.

ამის შემდეგ "ლივერპულმა” ბურთზე კონტროლი დაამყარა, რასაც გამაყრუებელი სტვენით პასუხობდა ტრიბუნები. მასპინძლებმა მე – 19 წუთზე კუთხურის უფლება მოიპოვეს. ჩაწოდება და… გოლი! ბრუნო ფერნანდესმა მცველების აშკარა შეცდომით ისარგებლა და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ თამაში საკმაოდ ხისტი გახდა. მე -20 წუთზე რაიან ბაბელმა მიიღო გაფრთხილება. 30 – წუთზე სტუმართა შეტევის დროს არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

41 – ე წუთზე სტივენ ჯერარდის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი რაიან ბაბელმა მიიღო და ახლო მანძილიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი.

57 – წუთზე კი ამ მატჩში მესამე (და როგორც საბოლოოდ გაირკვა) უკანასკნელი გოლიც ვიხილეთ სტუმართა შესრულებით. ბენაიუნმა მეტოქის საჯარიმოში კარგად ითამაშა და მისგან მარცხნივ მყოფ ჯერარდს უპასა, რომელმაც მიზანს არ ააცილა.

ხისტი თამაში კვლავ გრძელდებოდა. მე – 60 წუთზე ხავიერ მასკერანომაც დასტყუა ყვითელი ბარათი შეხვედრის მთავარ არბიტრს. 62 – წუთზე რაფა ბენიტესმა ცვლილება განახორციელა. ჯეიმი კარაგერი მარტინ კელით შეცვალა. ორ წუთში კი მარტინ შკრტელმა მიიღო ტრავმა, რომელიც როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმეა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სირთულის ტრავმა მიიღო მან. ტრავმირებული სოტირიოს კირგიაკოსმა შეცვალა.

77 – წუთზე იოსი ბენაიუნი ფაბიო აურელიომ შეცვალა. რაფაელ ბენიტესი სწორად მოიქცა, რომ ტორესი მინდორზე არ შეუშვა და დაასვენა. ამის არანაირი საჭიროება არ იყო, თანაც მოედანზე ისეთი ორთაბრძოლები იყო, არ ღირდა გარისკვა…

ბოლო წუთებში სტუმრები აკონტროლებდნენ ბურთს და სასურველი ანგარიშით დაასრულეს შეხვედრა.

რაც იმას ნიშნავს, რომ "ლივერპული” უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალში გავიდა.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 692 | დაამატა: kelaptra | რეიტინგი: 3.0/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები