პარასკევი, 10.05.2024, 12:06
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ფილმები [206] თამაშები [121]
პროგრამები [129] მობილური [36]
კლიპები [38] მუსიკა [89]
სურათები [80] ვიდეოები [40]
სპორტი [34] სხვა....... [41]
Counter-Strike 1.6 [24]
Counter-Strike 1.6
ვიდეოგაკვეთილები. [11]
photoshop [0] saitebi [0]
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
Gavasworo saiti??? :)
Total of answers: 59
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ანეგდოტების უდიდესი ნაკრები
00:59
ანეგდოტების უდიდესი ნაკრები
ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს:

- მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს?

- სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!..

- მიწისძვრა კი არა - კარავი მოგვპარეს, კარავი!

----------------------------------------------------------------


მესამე მსოფლიო ომის შემდეგ გადარჩნენ მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ქალი.

მიდიან გზაზე. მოშივდათ. საჭმელი არაფერია.

ქალს ერთი ვაშლი ჰქონია გადანახული. ამოიღო და გაუწოდა კაცს.

- ო, არა! არა! ყველაფერი თავიდან იწყება.



-----------------------------------------------------------------


დაქალები საუბრობენ.

- რა ცუდად არის ეს ქვეყანა მოწყობილი; ყველაფერი, რაც მომწონს, ან მასუქებს, ან უზნეობად ითვლება!



-----------------------------------------------------------------


- შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?

- ჩემმა არა. შენმა - იცის.



-----------------------------------------------------------------


დებილი ბავშვი ზღვაზე:

- აი შვილო ზღვა!

- აბა მამი ზღვა?



-----------------------------------------------------------------


დებილი ბავშვი ბაკურიანში:

- მამი, ესა რა არი?

- თოვლია, შვილო!

- ესა?



-----------------------------------------------------------------


დებილი ბავშვი ეზოში:

- ამოდი ბიჭო სახლში.

- რაა მამი, მშია?

- არა, გეძინება შენი დედა...!



-----------------------------------------------------------------


ცოლი - ქმარს:

- დებილი ვიყავი, შენ რომ გამოგყევი!

- ეეჰ, აბა მაშინ რა ვიცოდი...



-----------------------------------------------------------------


პირველი სექტემბერია, პირველკლასელი მიხო სკოლიდან ბრუნდება.

- რა გითხრეს, მიხო, სკოლაში?

- ეჰ, ათი წელი მომარჭვეს!



-----------------------------------------------------------------


მე-18 საუკუნე. თმაგაბურძგნულ მუტრუკს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:

- ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ...

მე-19 საუკუნე. კოხტაპრუწა ფრანტს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:

- ვუყვარვარ? რა მიშვნელობა აქვს! მომცემს, არ მომცემს, მომცემს, არ მომცემს...

მე-20 საუკუნე. გრძელთმიან საყურიან ბიჭს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:

- მომცემს? აბა რას იზამს! შევძლებ, ვერ შევძლებ, შევძლებ, ვერ შევძლებ...

21-ე საუკუნე. გაურკვეველი სქესის არსება გვირილის ყვავილს (ICQ-ს ლოგო) მისჩერებია და ფიქრობს:

- "სამყაროს სული". შენი გაცნობა მინდაო. ნეტა ვინ არის? ქალია? კაცია? აქტიურია? პასიურია? ...



-----------------------------------------------------------------


ზადორნოვმა ერთხელ ასეთი რამ თქვა:

- ეს ფრანგები რა ხალხია! "წითელქუდას" სხვა ვინ დაწერდა! აბა წარმოიდგინეთ: დედა, პატარა გოგონას, ბებიასთვის მურაბის წასაღებად, ღამით, ტყის გავლით აგზავნის, თან ეუბნება - ფრთხილად იყავი, ტყეში მგლები არიანო.



-----------------------------------------------------------------


ქალმა საღამოს გზა შეიმოკლა და სასაფლაოს გავლით მიდის. თან კანკალებს. უცებ ზურგსუკან ნაბიჯების ხმა ესმის. გაუსკდა გული. ხმა ახლოვდება, ვიღაც ეწევა. სირბილით არა, მაგრამ მოდის, ჩქარა. რაც არის ეგ არისო და მოტრიალდა და - ვიღაც ტიპი მოდის, თავისთვის. ამოისუნთქა.

- უი, როგორ შემეშინდა - გაუღიმა უცნობს.

- ჰოო? არა უშავს, მეც მეშინოდა ხოლმე, როცა ცოცხალი ვიყავი.



-----------------------------------------------------------------


კლიენტმა ფოტოლენტა მოიტანა დასაბეჭდად. მიმღები გოგონა:

- 9X13?

- 117. რატომ მეკითხებით?



-----------------------------------------------------------------


- წელსაც მინდა პარიზში წასვლა.

- რავა რა, შარშან იყავი?

- არა, შარშანაც მინდოდა.



-----------------------------------------------------------------


თბილისელებს კახეთში ადგილობრივებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მასპინძელმა ყბაში მოსდო სტუმარს.

- ვახ, ჩემი დედა მ...ნ - ყვირის სტუმარი.

- რა დაარტყი ბიჯო იგეთი, რომ უკუღმა იგინება?



-----------------------------------------------------------------


მამას ბავშვი გაატანეს - ამ ერთხელ შენ წაიყვანეო.

მიიყვანა უახლოეს ბაღში - იქ უთხრეს ჩვენთან არ არის ეგ ბავშვიო. მიიყვანა მეორეში - არც იქ. მესამეში, მეოთხეში...

- მამი - ეუბნება ბავშვი - ცოტაც და სკოლაში დაგვაგვიანდება.



-----------------------------------------------------------------


ღია ფანჯრიდან ყვირილი ისმის:

- მიშველეეეთ! კატა მოვიდაააა! მიშველეეეთ! შემჭამს!...

შეიყარა ხალხი ქვევით. რა ხდება ვერ ხედავენ, ამხნევებენ (ბავშვი ჰგონიათ):

- ნუ გეშინია, რა იყო, კაცი არა ხარ? კატამ შეგაშინა?!

- კაცი არა ვარ, თუთიყუში ვარ. მიშველეეეეთ!



-----------------------------------------------------------------


საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული და ცოლს ეკითხება:

- ძვირფასო, გინდა ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?

- არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!



-----------------------------------------------------------------



ცხოვრება ანეკდოტია. თუ გავიგებთ - ვიცინით, თუ არადა...



-----------------------------------------------------------------


- მამი რას ჭამ?

- არაფერს, გეიწი იქით, ვამთქნარებ
პირველი აპრილი. კორპუსში ხანძარია. მიხო ქვემოთ დგას და მარო მე-6 სართულზეა. მიხო ეუბნება მაროს: -მარო გადმოხტი და დაგიჭერო. მარო გადმოხტება მიხო კი გაიწევა და ეტყვის: -დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია.

× × ×
სვანი სტრიპტიზკლუბში შევიდა და მეორე დღეს ეკითხებიან: -მოგეწონა? -რა უნდა მომწონებოდა, ერთი შიშველი ქალი გამოვიდა, ბოძი უნდოდა ამოეძრო, მაგრამ ვერ შეძლო.

× × ×
სვანი შევა ინტერნეტში და ანტივირუს მოკლავს.

× × ×
სვანი გაზისა და წყლის მილს ერთმანეთს შეუერთებს- სახლში გაზიანი წყალი მექნებაო.

× × ×
ცოლი დაბრუნდა სამსახურიდან, ჩაჯდა სავარძელში და ქმარს, რომელიც იატაკს ხეხავს ეუბნება: -ჩემმა უფროსმა მითხრა, შენი გულისთვის მზად ვარ ოჯახი დავანგრიოო. რა თქმა უნდა ხუმრობს. -იქნებ არ ხუმრობს? – საცოდავად ამოხედა ქმარმა.

× × ×
ვალოდას ცოლი უწვავს კვერცხს. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. – ვაა! სენი წილიმე! ეს ლა ხალხი გვესტუმლა! მიდი ქალო, ელთი კველცხი კიდე დაამატე, ვქეიფობთ!!!

× × ×
კაფეში: -რა ღირს ყავა თქვენთან? -თუ დაჯდებით ლარი, თუ ფეხზე დადგებით 50 თეთრი. -25 თეთრი მაქვს და ცალ ფეხზე რო დავდგე?

× × ×
გურული ზოოპარკშია.ლომის გალიას აწერია თავი არ შეყოთო,გურული იტყვის კიდევ კაი კითხვა რომ ვიცი თორე ხომ დავღუპავდი ოჯახსო.

× × ×
სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს, შემთხვევით შეეშლება და თავის ტყუპისცალ ძმას მოკლავს.

× × ×
-რა ღირს ქლიბი? -15 ლარი. -რა ამბავია, შე კაცო, ციხეში ხომ არ გგონივარ
მარსზე წყალი რომ აღმოაჩინონ ჩინელები მაშინვე ბრინჯს დათესავენ



***
პატარა ბავშვი ეკითხება მამას:
_ მამა ფილიალი რა არის?
_ შვილო, "გარშოკი " ხო გაქვს?
_ კი, მაქვს.
_ ხოდა, ეგ ჩვენი უნიტაზის ფილიალია
***
გოგო ეუბნება ბიჭს:
_ ძვირფასო, შენ მალე მამა გახდები.
_ მე კოსმონავტობა მინდოდა..
***
_ ზარი არ მუშაობს, ამიტომ, სტუმრად რომ მოხვალ ფეხით დააკაკუნე.
_ რატომ ფეხით?
_ შენ რა ხელცარიელი აპირებ მოსვლას?
_ არა.
_ ჰოდა, ხელები დაკავებული გექნება...
***
ცოლი ქმარს:
_ ვერ ვიგებ რითი ხარ უკმაყოფილო, ყოველ დილით ყავა ლოგინში მომაქვს, მარტო დაფქვაღა სჭირდება
***
_ ვაიმეეე, რა საყვარელი ცხოველია! ეს კნუტია?
_ ყურებზე ვერ ატყობ?
_ ვერა.
_ ეს ბაჭიაა..
***
სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
_ ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული
***
ჭიჭიკია უყვება ბიჭიკიას:
_ გუშინ ისე სწრაფად მივდიოდი და ისე ”რეზკად” მოუხვიე რომ, ჩემი მანქანის უკანა ნომერი დავინახე.
***
_ რით განვსხვავდებით ზანგებისაგან?
_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზებრა თეთრია და აქვს შავი ზოლები. ზანგები ფიქრობენ პირიქით, რომ ზებრა შავია და აქვს თეთრი ზოლები.

1941 წელია გერმანიამ დაიწყო ომი საბჭოთა კავშირთან. მიხოს ბიჭი ჯარში გამოიძახეს. ბიჭი, ცოტა არ იყოს, შეშინდა. მიხომ გადაწყვიტა შვილი დაემშვიდებინა, დაისვა გვერდით და ეუბნება:
_ შვილო, იქ რო წაგიყვანენ, ორი ვარიანტი გექნება: ან ფრონტის წინა ხაზზე მოხვდები, ან ზურგში. თუ ზურგში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ფრონტის წინა ხაზზე მოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: გერმანელები ან მოგკლავენ, ან არ მოგკლავენ. თუ არ მოგკლეს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგკლეს კიდე ორი ვარიანტი გექნება: ან სამოთხეში მოხვდები, ან — ჯოჯოხეთში. თუ სამოთხეში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ჯოჯოხეთში მოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან მოგხარშავს ან არ მოგხარშავს თუ არ მოგხარშა ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგხარშა კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან შეგჭამს ან არ შეგჭამს. თუ არ შეგჭამა ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ შეგჭამა კიდე ორი ვარიანტი გექნება ან გისაქმებს ან არა. თუ არ გისაქმებს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ გისაქმებს, შენ მაგაზე არ იდარდო, რა ნეხვიცა ხარ ისევ იმ ნეხვად დარჩები
***
ორი ინგლისელი მგზავრობს მატარებლის კუპეთი. ერთი ამოიღებს ფორთოხალს. გაფცქვნის, მარილს დააყრის და ფანჯრიდან გადააგდებს. მერე ამოიღებს მეორეს, მესამეს...
მეორე ინგლისელი ვეღარ მოითმენს და ჰკითხავს:
_ სერ, რატომ აგდებთ ფორთოხლებს ფანჯრიდან?
_ იცით რა, სერ, მე არ მიყვარს მარილიანი ფორთოხალი
***
მკითხავი ეუბნება ქალს:
_ თქვენ ქმარს საშიშროება ელის, თქვენ მალე დაქვრივდებით.
_ ეგ ვიცი... შენ ის მითხარი ციხეს გადაურჩები თუ არა
***
_ ეს ქალი რწმენისთვის იტანჯება?
_ და რისი სწამს?
_ სწამს რომ 39 ზომა ფეხზე, 37 ზომა ფეხსაცმლის ჩაცმა შეუძლია
***
ბიჭი ეუბნება გოგოს:
— გოგონი, წამო საუნაში წავიდეთ:
— რას კადრულობ, შე უზრდელო!
— არ გინდა და ნუ გინდა, მაშინ, იარე ჭუჭყიანმა
***
მიხოს როგორც იქნა, ნანატრი ვაჟი შეეძინა. გადიოდა წლები, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავსლა. ლაპარაკს ვინ ჩივის, ერთი სიტყვაც არ იცოდა. ბოლოს, ოთხი წლის თავზე, ბავშვმა თავისი პირველი სიტყვა თქვა. ეს სიტყვა იყო "პაპა”. ყველამ მაგრად გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს პაპა მოკვდა. გავიდა რამოდენიმე კვირა ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა იყო "ბებო”. მეორე დღეს ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდე რამოდენიმე კვირა. ბავშვმა თქვა თავისი მესამე სიტყვა. ეს სიტყვა იყო "ძაღლი”. მეორე დღეს ძაღლი მგლებმა შეჭამეს. შეშინდა მიხო, ღმერთსა სთხოვდა "ღმერთო, მამა არ ათქმევინო, ამ მამაძაღლს, ამასაო.” მაგრამ ამაოდ, ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო "მამა”. გაემზადა მიხო: ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშიდობა, დაწვა და ელოდება... ამ ლოდინში ჩაეძინა და მომდევნო დღის დილამდე ეძინა. გაღვიძებულს, ჯერ გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა, შემდეგ გაუხარდა... ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
_ მიხო, კაცო, რას წამოწოლილხარ, ქა, ვერ გაიგეე?! ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!
***


სულ მაცივარში უნდა იყურებოდე?

ხოდა ნუ ინახავ ტელევიზორს მაცივარში.

***



მთვრალი კაცი სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, ჯინსის უკანა ჯიბეში არყის ბოთლით. კიბეზე ასვლისას წაიქცა, ბოთლი გაუტყდა და უკანალი გაიჭრა. აიღო ლეიკოპლასტირი, მივიდა სარკესთან და ჭრილობებზე დაიკრა. დილით ცოლი აღვიძებს:
_ არ გეკითხები სად ეგდე, არ გეკითხები ვისთან ეგდე, არ გეკითხები რა ჩაჩეცხლე, არც იმას გეკითხები საწოლი რატომ არის სისხლით მოსვრილი, მარტო ის მითხარი, სარკეს რატომ აკვრია ლეიკოპლასტირები?

***



ქალის ნატვრა:

"მინდა ხელჩანთას რომ ვაღებ შუქი ინთებოდეს, როგორც მაცივარში.
 
კატეგორია: სხვა....... | ნანახია: 805 | დაამატა: nounon97 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები